პერსონალური ბრენდინგი. პირადი პოპულარობის მიღწევის ტექნოლოგიებიბრენდები, რომელთაც დიდი კომერციული წარმატება ხვდათ წილად განსაკუთრებით პოპულარულები არიან მთელს მსოფლიოში. როგორ ვაქციოთ ადამიანები პოპულარულ ბრენდებად. როგორ უნდა შეინარჩუნონ მათ წარმატებული და პოპულარული იმიჯი. წიგნის ავტორები სწორედ ამ კითხვებზე ცდილობენ პასუხის გაცემას, როდესაც აანალიზებენ ისეთი პოპულარული ადამიანი-ბრენდების ცხოვრებას, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი, ჯოან როულინგი, არნოლდ შვარცენეგერი, უორენ ბაფეტი, დევიდ ბეკჰემი, რუდოლფ ჯულიანი და სხვა. ავტორები მოგვითხრობენ, თუ როგორ შეუძლიათ შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებმა, სპორტსმენებმა, პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა გამოიყენონ სხვადასხვა არხები – ვებ საიტები, ბლოგები, ტელევიზია, მასმედია რათა იქცნენ პოპულარულ ადამიანებად და შეფუთული საკუთარი იმიჯი სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიას მიაწოდონ. >> სხვა წიგნები |