|
|
| საუკეთესო წიგნები
ახალი მარკეტინგული ტექნოლოგიები. გენიალური იდეების შექმნის ხელოვნება.''როგორ შევქმნათ ისეთი საქონელი, რომელიც ბაზარს კი არ მიჰყვება, არამედ თავად წაიყვანს მას”, - ამ კითხვაზე პასუხს ცნობილი მარკეტოლოგი ფილიპ კოტლერი თავის ახალ წიგნში გვთავაზობს. წიგნში არა მხოლოდ რომელიმე კომპანიის ან პროდუქტის წარმატებაზეა საუბარი, არამედ ახალი საქონლის შექმნისა და მომსახურების მეთოდიკაც არის მოცემული. აღნიშნული წიგნი პრაქტიკული მიმართულებისაა და აქ მოცემული სრულიად ახალი მეთოდიკა დაგეხმარებათ მოძებნოთ ახალი საბაზრო ნიშა, აამოქმედოთ კომპანიის დაფარული პოტენციალი და საბოლოო ჯამში ნამდვილი გარღვევა მოახდინოთ ბიზნესში. ეს არის არასტანდარტული საბაზრო გადაწყვეტილებების და მიდგომების ახალი სისტემა, რომელიც ინოვაციური მეთოდებითა და იდეებით ამდიდრებს კლასიკურ მარკეტინგულ ტექნოლოგიებს და ახალი მომხმარებლის მოზიდვას უზრუნველყოფს. ავტორთა აზრით წიგნში მოცემული ტექნოლოგიები მალე XXI საუკუნის ძირითად საბაზრო კონცეფციად იქცევა. >> სხვა წიგნები |
|
|
გამოკითხვა
რა სახის ტრენინგებს დაესწრებოდით?
 ვაკანსიები
>> სხვა ვაკანსიები
|