დინების წინააღმდეგ. როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი და ვუზრუნველყოთ მომავალიეს სწორედ ის ტიმ უოტერსონი გახლავთ, რომელმაც შეცვალა წიგნით ვაჭრობის არსი და მასშტაბები ბრიტანეთსა და დასავლეთ ევროპაში. რომლის იდეებიც აქტიურად დაინერგა და განხორციელდა რუსეთსა და ესენგეს სხვა ქვეყნებში. მოკლედ, წიგნის ავტორი გახლავთ ადამიანი, რომელმაც საკუთარი ბიზნესი სამასხურიდან დათხოვნის შემდეგ დარჩენილი კაპიკებით დაიწყო, ხოლო ათი წლის შემდეგ ეს ბიზნესი 47 მილიონ ფუნტ სტერლინგად საკუთარ ყოფილ ხელმძღვანელს მიჰყიდა. თავის შესანიშნავ წიგნში უოტერსონი მოგვითხრობს როგორ უნდა დაიწყოთ საკუთარი საქმე და მოახდინოთ ცხოვრების ორგანიზება ისე, რომ წარმატებას მიაღწიოთ. ჭიგნის წაკითხვის შემდეგ მკითხველი საკუთარი წესებითა და მეთოდებით ითამაშებს და, ამავე დროს, მიხვდება როგორ უნდა შეასხას ხორცი უოტერსონის იდეებს არა მხოლოდ წიგნით ვაჭრობის სფეროში, არამედ ნებისმიერ საცალო ბიზნესში. ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ, ვინც კეთილდღეობასა და წარმატებაზე ოცნებობს! >> სხვა წიგნები |