საკუთარი თავის ბრენდი. საკუთარი თავის გაყიდვის ხელოვნებაყველას, ვისაც გაყიდვების სფეროში უმუშავია, ქვეცნობიერად გრძნობს, რომ სინამდვილეში საქონელს კი არა საკუთარ თავს ჰყიდის. ნებისმიერი ურთიერთობა, მათ შორის არა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები, ერთგვარ გარიგებას გვთავაზობს. როგორ უნდა წარმოაჩინოთ თქვენი ღირსებები? როგორ გამოირჩეთ მასისგან? როგორ გამოიწვიოთ ინტერესი? მიაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომელიც გარშემომყოფთა ნდობის დამსახურებაში დაგეხმარებათ. როგორ დაიპყროთ სიმაღლეები და, რაც მთავარია, მოახერხოთ მიღწეულის შენარჩუნება? ამ წიგნში რომელიც ”ინტუიციური მარკეტინგის” ენციკლოპედიას წარმოადგენს ყველა ამ კითხვაზე პასუხს იპოვით. აქ არის რჩევები, მინიშნებები, ინსტრუქციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაყიდოთ საკუთარი თავი რაც შეიძლება ძვირად. წიგნის ერთ-ერთი ავტორი ჰარი ბიკვიტი კომპანია Bekvith Advertising and Marketing-ის დამფუძნებელი გახლავთ. ის ამეტიკის 100 საუკეთეოს კომპანიიდან ხუთში მუშაობდა, გარდა ამისა, მისი მომსახურებით სარგებლობდა 9 ყველაზე მაღალრეიტინგინი ამერიკული კომპანია. სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკლამო სააგენტოს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის პრემია ”Effie” -ს მფლობელია. ასეთი შთამბეჭდავი ბიოგრაფიის ადამიანმა კი ნამდვილად იცის საკუთარი თავის რეალიზაციისა და წარმატებულად გაყიდვის საიდუმლო. >> სხვა წიგნები |