| საუკეთესო წიგნები
უცნაური იდეები, რომლებიც მუშაობენკრეატიულობა, ახალი იდეები, ინოვაციები - ეს წარმატების ის გასაღებია, რომელიც ყველა დროსა და სივრცეში მოქმედებს. მაგრამ თანამედროვე და მძაფრად განვითარებად ეკონომიკაში ეს სამი ელემენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხოლოდ იმისთვის, რომ არ ჩაიძირო და ზედაპირზე ტივტივი შეძლო. თუმცა, ამ ძალიან საინტერესო წიგნის ავტორის რობერტ სატონის სიტყვებით, საქმიანი მართვის სტანდარტული წესები და მეთოდები სრულიად ეწინააღმდეგება იმ თვისებებს, რომლებიც კომპანიის ინოვაციის, სიახლეებისა და შემოქმედებითი იმიჯის შექმნისთვის არის საჭირო. წიგნში “უცნაური იდეები, რომლებიც მუშაობენ” სისტემატიზირებულია ის პარადოქსალური იდეები, რომელთაც შეუძლიათ გადააქციონ თქვენი წყნარი, მყუდრო და დალაგებული ორგანიზაცია ფეიერვერკულ, შესაძლოა ცოტა აგრესიულ და უცნაურ, მაგრამ სანაცვლოდ, ეფექტურ და კრეატიულ კომპანიად. >> სხვა წიგნები |
|