მენეჯმენტის სტილიწიგნის ავტორი და მენეჯმენტის გურუ იცხაკ ადიზესი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ორგანიზაციის ეფექტური მენეჯმენტის ოთხივე როლი გაითავისოს და განახორციელოს: იყოს იდეების მწარმოებელიც, ადმინისტრატორიც, მწარმოებელიც და ინტეგრატორიც. არარსებული “იდეალური ხელმძღვანელის” როლი მენეჯერების გუნდმა უნდა შეასრულოს, როგორც ერთი სრულყოფილი მექანიზმის ოთხი რგოლი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გუნდში არ იყოს დომინანტი, რომელიც მხოლოდ ერთ სფეროზე მოახდენს კონცენტრირებას, დანარჩენს კი სრულიად დაივიწყებს. ასეთი დისბალანსი მენეჯმენტს არაეფექტურს ხდის და საფრთხეს უქმნის ორგანიზაციას. წიგნი საშუალებას მოგცემთ სრულყოთ მართვის თქვენეული სტილი, შეაფასოთ თქვენი კოლეგების და თანამშრომლების მენეჯმენტი და შეძლოთ ლიდერების გუნდის ფორმირება. >> სხვა წიგნები |