რეკლამის მსოფლიო ისტორიაცნობილი ჟურნალისტის, რეკლამის, მოდისა და ბრენდინგის შესახებ დაწერილი მთელი რიგი პოპულარული წიგნების ავტორის მარკ ტანგეიტის ახალი წიგნი თანმიმდევრულად და დეტალურად წარმოგვიდგენს რეკლამის ისტორიას, როგორც ბიზნეს ინდუსტრიასა და როგორც შემოქმედებით პროცესს. წიგნში მოთხრობილია წამყვანი მსოფლიო სარეკლამო სააგენტოების ისტორიები, რომელთაც გავლენა მოახდინეს ამ “კრეატიულ ბიზნესის” განვითარებაზე, ავტორი გვიხატავს რევოლუციონრების, საქმოსნების, ხულიგნებისა და პერფექციონისტების ცოცხალ პორტრეტებს, ყველა იმ არაორდინალური და ქარიზმატული ადამიანის სახეებს, რომელთა ნიჭისა და ტალანტის მეშვეობით ერთგვარი “ცნობიერების მანიპულაცია” მოხდა. ეს წიგნი რეკლამის სრულფასოვანი სახელმძღვანელოა, სარეკლამო ინდუსტრიის მიმოხილვა, სადაც თავიდან არის აცილებული ენციკლოპედიური სიმშრალე. ის განსაკუთრებით სარეკლამო და პიარ სააგენტოების ტოპ-მენეჯერებს დააინტერესებთ. და ალბათ, ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ადამიანური მოღვაწეობის ეს საინტერესო და განვითარებადი სფერო ხიბლავთ. >> სხვა წიგნები |