|
|
| საუკეთესო წიგნები
ლიდერის მიმდევრებიბარბარა კელერმანის წიგნი ლიდერთა საქმიანობას და ქვეშემდრომებზე მათი გავლენას, ორგანიზაციის განვითარებისა და სოციალური პროცესების მრავალმხრივ ანალიზს ეხება. ავტორი სპეციალურად გაურბის საკითხის ძალაუფლების ჭრილში განხილვას. წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით დღეს ხელმძღვანელი პირის როლის განსაკუთრებულობის წარმოჩენა ჭეშმარიტების დამახინჯებას ნიშნავს. წიგნი მდიდარ ფაქტობრივ მასალას მოიცავს, სადაც ასახულია სხვადასხვა ტიპის ხელმძღვანელები და მათ მიერ დაქვემდებარებული თანამშრომლები, მათი ურთიერთობების ფორმები და სოციალური პროცესები სახელმწიფოსა და ორგანიზაციებში, ასევე ამ პროცესების განვითარების ტენდენციები თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გვერდით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლიდერებსა და მათ მიმდევრებს შორის პასუხისმგებლობის განაწილებას. ავტორი თვალსაჩინოდ და დემონსტრაციულად აჩვენებს, რომ მიმდევართა და დაქვემდებარებულთა გაზრდილი როლი უფრო და უფრო რთულ ვითარებას უქმნის ლიდერებს და მათ პიროვნულ და პროფესიული თვისებებისადმი მოთხოვნებს ზრდის. განურჩეველი “იმპერიული” ლიდერობის ერა დასრულდა, - აცხადებს წიგნის ავტორი.
>> სხვა წიგნები |
|
|
გამოკითხვა
რა სახის ტრენინგებს დაესწრებოდით?
 ვაკანსიები
>> სხვა ვაკანსიები
|