პროექტის კრიზისი. შეცდომების ანალიზი და მინიმალური დანაკარგებით კრიზისიდან გამოსვლის ვარიანტები.ყოველ მენეჯერს ერთხელ მაინც ჰქონია პროექტი, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო მოსალოდნელი და სასურველი შედეგი არ მოუტანია. და თითოეული მათგანი თავსებურად ცდილობს ამ პრობლემური ვითარებიდან გამოსავალი მოძებნოს. ეს წიგნი დაწერილია იმათთვის, ვინც კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. წიგნში მოყვანილია ჩავარდნილი და წარუმატებელი პროექტების მაგალითები და შემდეგ განხილულია შექმნილი სირთულეებიდან გადალახვის გზები. დევიდ ნიქსონი პოზიტიურ, ბრალდებებისგან თავისუფალ ხედვას გვთავაზობს, რაც საშუალებას მოგცემთ რთული ვითარებიდან მინიმალური დანაკარგებით გამოხვიდეთ. უფრო მეტიც, ავტორის მიერ შემოთავაზებული გზები და რჩევები გიკარნახებთ, თუ როგორ შეიძლება გართულებული სიტუაცია ეფექტურად გამოიყენოთ და ახალი წამოწყებების წარმატების შანსი გაზარდოთ. მთავარია გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პროექტი შეიძლება წარუმატებელი გამოდგეს, მაგრამ ამავე დროს ნებისმიერი შეცდომის გამოსწორება შეიძლება. >> სხვა წიგნები |