ჰიპნოზური სარეკლამო ტექსტები. როგორ ვაცდუნოთ და დავარწმუნოთ კლიენტი.ჯო ვიტალეს წიგნები მილიონიანი ტირაჟით გამოდის. როგორ ფიქრობთ, რატომ? შესაძლოა იმიტომ, რომ ავტორს შეუძლია ადამიანთა დარწმუნება, მათზე გავლენის მოხდენა. სიტყვის ხელოვნებით ის თითქოს აჯადოვებს მკითხველს, ჰიპნოზირებას ახდენს მასზე. მწერალმა ჯო ვიტალემ საკუთარი კარიერა სარეკლამო ტექსტების შექმნით დაიწყო. ამიტომ ის ასეთი ტექსტების შექმნის ზუსტ და თანმიმდევრულ მეთოდიკას გვთავაზობს და მათ ერთგვარ “ჰიპნოზურ წერილებს” უწოდებს. მისი აზრით, ამ სტილის გამოყენებით შეგვიძლია დავწეროთ სარეკლამო ტექსტი, რომელიც მომხმარებლის ცნობიერებაზე ჯადოსნურ გავლენას მოახდენს და ის აუცილებლად გააკეთებს იმას, რაც თქვენს გსურთ. თავისი მეთოდის ეფექტურობას ავტორი ცნობილი მწერლების და ქოპირაითერების ცხოვრებიდან მოყვანილი მაგალითებით ამყარებს. წიგნი საინტერესო იქნება მარკეტოლოგების, რეკლამისტების, ქოფირაითერების, პიარ მენეჯერებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელთაც სურთ მხოლოდ სიტყვების საშუალებით სხვების დარწმუნება შეძლონ. >> სხვა წიგნები |