ცხადის ძიებაში მარკეტინგის სამყაროში ყველაფერი აირია და აითქვიფა. ბიზნესი მომაკვდინებელი კონკურენციის ერაშია. და იმ დროს, როდესაც მარკეტინგის ფუნქციები სასიცოცხლოდ მნისვნელოვანი ხდება, მარკეტინგის სფეროში სრული ქაოსია. “პოზიციონირების მეფე” ჯეკ ტრაუტი დაგეხმარებათ დაიბრუნოთ აღქმის სიცხადე და დაგანახებთ იმ პერსპექტივებს, რომელიც თქვენს კომპანიას ზემომგებიან კომპანიად აქცევს. ტრაუტის ეს წიგნი გახლავთ მცდელობა კარგად გაერკვიოთ შექმნილ ვითარებაში, მოახდინოთ ზუსტი ორიენტირება და გადაჭრათ ნებისმიერი პრობლემა. პრაქტიკულ რჩევებთან ერთად მოყვანილია მაგალითები ისეთი კომპანიების გამოცდილებიდან, როგორებიცაა, Coca-Cola, General Motors, Volkswagen, Intel, Procter & Gamble. წიგნი განსაკუთრებით სასარგებლოა მარკეტოლოგთა, ბრენდ-მენეჯერთა, კომპანიის მფლობელთა და მმართველთათვის. >> სხვა წიგნები |