ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
ეფექტური კომუნიკაციის სასწავლო კურსი
ადამიანები ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებით ურთიერთობენ. საქმიან ურთიერთობებში წარმატებას, მეტწილად, ეფექტური კომუნიკაცია განსაზღვრავს. ეფექტურად კომუნიკაციის უნარი დაგეხმარებათ, - მსმენელს მიაწოდოთ ინფორმაცია (იდეა, მოსაზრება, ფაქტი, დამოკიდებულება) ერთმნიშვნელოვნად და გასაგებად – სწორად გაიგოთ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია, გაუგოთ მოსაუბრეს – დაარწმუნოთ მსმენელი იმ ინფორმაციის სანდოობაში, რომელსაც აწვდით – კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეუქმნათ მოსაუბრეს თქვენს მიმართ – მართოთ რთული, კონფლიქტური სიტუაცია თქვენთვის მომგებიანად.
ეფექტური კომუნიკაციების კურსი მიზნად ისახავს თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის კომუნიკაციური უნარ-ჩვევების შემუშავებას, კომუნიკაციის ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორების გაანალიზებას და იმ ტექნიკების გაცნობას, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს მიაღწიონ დასახულ მიზანს კომუნიკაციაში.
მარკეტინგი
მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს მარკეტინგის როგორც ფუნქციის მნიშვნელობა ორგანიზაციაში და მიაწოდოს საკმარისი ცოდნა იმისათვის, რომ მათ შესძლონ მარკეტინგული ინფორმაციის წაკითხვა, მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება და ქმედებების დაგეგმვა.
კურსი მოიცავს მარკეტინგის საფუძვლების ზოგად გაცნობას. სწავლების პროცესში ძირითადი აქცენტი კეთდება ქართული ბიზნეს რეალობაში არსებული ქეისების ანალიზზე და აქვს მაქსიმალურად პრაქტიკული ხასიათი. თითოეული თემა უზრუნველყოფილია შესაბამისი გახმაურებული ქართული ქეისით, რომელსაც სტუდენტები მანამდე მომხმარებლის კუთხიდან იცნობდნენ.
მარკეტინგული კვლევები
მარკეტინგული კვლევების სასწავლო კურსი მიზნად ისახავს თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებს გააცნოს კვლევითი საქმიანობის პრაქტიკული საჭიროება, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ნებისმიერი პროგრამის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ერთ–ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს. კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან კვლევის სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და ტექნიკებს. შეიტყობენ როგორ აიცილონ თავიდან გავრცელებული შეცდომები კვლევის სხვადასხვა ეტაპზე.
სოციალური მედია
ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია. მომავალში კიდევ უფრო დიდ და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, რადგან ეს კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოპოვების სწრაფი საშუალებაა, დრო და ინფორმაცია კი ჩვენს საუკუნეში ნავთობზე უფრო ძვირად ფასობს.
არსებობს ასეთი ვებ-აფორიზმი – თუ არ იგუგლები, არ არსებობ (თუ საძიებო სისტემაში შენს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, არ არსებობ). ინდივიდუალური პიროვნებისთვის, კომპანიისთვის, ბრენდისთვის აუცილებელია მის შესახებ ინტერნეტში საჭირო და მისთვის სასარგებლო ინფორმაცია იდოს. თქვენით თუ უთქვენოდ – თქვენი ბრენდის შესახებ ინტერნეტში უკვე ლაპარაკობენ. თუ გსურთ, რომ დიალოგი თქვენთვის მომგებიან კალაპოტში გადაიყვანოთ – აუცილებელია იცნობდეთ სოციალურ მედიას, ახალ ტექნოლოგიებს, იმ ხერხებს, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ წარმატებას ონლაინ და ეს წარმატება აისახოს “ოფფლაინაც”
პიარი
კურსის მიზანია თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის პიარის, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის, საფუძვლების სწავლება. თანამდროვე პიარ-კომუნიკაციების ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გაცნობა და ყველა იმ საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რომელიც დაეხმარებათ მომავალში პიარ-მენეჯერის ფუნქციების წარმატებით შესრულებაში.
ამ კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ექნებათ პიარის თეორიისა და ტექნოლოგიების შესახებ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავადვე ჩამოაყალიბონ პიარ-სამსახური, განსაზღვრონ და წარმატებით განახორციელონ პიარ-სამსახურის ფუნქციები.
ბრენდინგი
კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს ბრენდის შექმნის, მისი საკომუნიკაციო და მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბების საფუძვლები. მონაწილეებს მიეცემათ ცოდნა ბრენდინგის ძირითადი ცნებების, მეთოდების, შემადგენელი ნაწილების შესახებ.
ივენთ-მენეჯმენტი
მიზნად ისახავს თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის საკომუნიკაციო ღონისძიებების მნიშვნელობისა და მათი ორგანიზებისათვის საჭირო ცოდნისა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
მედიამენეჯმენტი
კურსის მიზანია თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის ყველა იმ საჭირო ინფორმაციისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რომელიც დაეხმარებათ მომავალში პიარ-მენეჯერის ფუნქციების შესრულებისას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებაში
მიზნად ისახავს თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის საკომუნიკაციო ღონისძიებების მნიშვნელობისა და მათი ორგანიზებისათვის საჭირო ცოდნისა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
BTL
შეამჩნიეთ, რომ სამყარო შეიცვალა და ჩვენც მასთან ერთად შევიცვალეთ? იცვლება ყველაფერი და, რაც მთავარია, იცვლება კომუნიკაციების საშუალებები. იცვლება რეკლამა და რეკლამის მატარებლები, იცვლება პრომოუშენი და მისი განხორციელების ინსტრუმენტები, იცვლება ტელევიზია. ბოლო-ბოლო ციფრული ტელევიზია გვექნება მალე. ATL იცვლება BTL-ით. ყოველ შემთხვევაში ციფრები და ფაქტები ამაზე მეტყველებს.
ბი თი ელ -ის კურსის მიზანია მსმენელებს პიარ-კამპანიის საწარმოებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ხაზს ქვემოთ კომუნიკაცია გააცნოს.
მარკეტინგული გეგმის შემუშავება
მარკეტინგული გეგმა ეს არის ერთგვარი ფორმულა, რომელიც ერთდოულად სახელმძღვანელო კანონის ფუნქციას ასრულებს, ქმნის წარმატებული ბიზნესის აუცილებელ საფუძველს, ახორციელებს მმართველი რგოლის ყველა დონის ინტერაქციას და, რაც მთავარია, ითვლება მარკეტინგული დაგეგმვისა და მენეჯმენტის ერთადერთ ინტელექტუალურად გამართლებულ ინსტრუმენტად. კურსის ფარგლებში მსმენელი შეიცნობს ყველა საჭირო თეორიულ თუ პრაქტიკულ კომპონენტს მარკეტინგის სფეროში; მარკეტინგული დაგეგმვის ლექცია კი მათ კონსოლიდირებას ახდენს ერთ კონკრეტულ დოკუმენტში; ისე რომ უნიკალურად გახლავთ გამოყენებული ყველა შესწავლილი თეზი და პოსტულატი. მარკეტინგული დაგეგმვის ლექცია მსმენელს პირდაპირ, სამუშაო ოთახიდან გაუსვლელად, სთავაზობს ზღვა თეორიის საჭირო იარაღად ტრასფორმაციას და თეორიის პარქტიკული გამოყენების ყველა უხილავ ნიუანსს“.
კურსის განრიგი
იხილეთ პრეზენტაცია